აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ატი

ატიტუდი

ინგლ. Attitude
სოციალური განწყობა - შეძენილი და დასწავლილი, შედარებით მდგრადი დამოკიდებულება და შეფასებითი რეაქცია ადამიანების ქცევაზე, ღირებულებებზე, მოვლენებზე. ატიტუდი აგრეთვე, შეიძლება განიმარტოს, როგორც ობიექტის მოწონება-არმოწონების მდგრადი სისტემა, რომელიც ქცევაზე ახდენს გავლენას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ატიტუდის რომელიმე კომპონენტის ცვლილებას, მაშინ შეიცვლება ატიტუდის მთლიანი სტრუქტურა, რადგან ის მთლიანობითი ბუნებისაა. ატიტუდი შედგება სამი კომპონენტისგან - აფექტური, ანუ ემოციური, ქცევითი და კოგნიტური. აფექტური კომპონენტი განეკუთვნება ემოციურ რეაქციას, რომელიც ადამიანს აქვს რომელიმე ობიექტის ან მოვლენის მიმართ. მაგალითად: მას შიშის გრძნობა იპყრობს, როდესაც ის ხედავს ან ფიქრობს გველზე. ატიტუდი აგრეთვე განიმარტება, როგორც დადებითი ან უარყოფითი ელფერის მატარებელი შეფასების ტენდენცია.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9