აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
აუტ

აუტიზმი

ინგლ. Autism
თავის ტვინის ნევროლოგიური და ბიოქიმიური დაავადება, რომელიც იწვევს ფიზიკური, სოციალური, ენობრივი უნარების განვითარების შეფერხებას. აუტიზმი თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. აუტიზმის მქონე ბავშვი ვერ იგებს გზავნილის შინაარსს, არ პასუხობს გარემო გამღიზიანებელზე, არ ესმის სხვისი მეტყველება, ვერც თავად ამყარებს კონტაქტს გარშემომყოფებთან. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ხშირად უჩვეულო აღქმა აქვთ სუნის, გემოს და სხვა შეგრძნებების, ისევე როგორც განსხვავებულ რეაქცია აქვთ ტკივილზე, შეხებაზე და სხვ. ხშირად, აუტიზმით დაავადებული ბავშვი მგრძნობიარეა სინათლის და ხმაურის მიმართ.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9