ინგლ. Restorative Justice მოიცავს პრევენციას, განრიდების ღონისძიებებს, რეაბილიტაციას, დაკავების ალტერნატივებს, დაპატიმრების მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებს და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროით გამოყენებას, აგრეთვე, სიკვდილით დასჯისა და ფიზიკური სასჯელების აკრძალვას. მისი მიზანია მსხვერპლს, დამნაშავესა და საზოგადოებას შორის არსებული დაზიანებული კავშირის აღდგენა. მართლმსაჯულების ეს მიდგომა ხელს უწყობს ზიანის გამოსწორებას, მოწინააღმდეგე მხარეების შერიგებასა და საზოგადოებაში დარღვეული ჰარმონიის აღდგენას. იგი გამოიყენება ყველა ასაკის ადამიანების მიმართ, თუმცა, განსაკუთრებით ეფექტიანია არასრულწლოვან დამნაშავეებთან, ვინაიდან იგი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის მორალურ და ემოციურ განვითრებაზე. ამ მიდგომამ შეიძლება შეაჩეროს არასრულწლოვანი დამნაშავის სრულწლოვან სამართალდამრღვევად გადაქცევის პროცესი.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019