ინგლ. Pre-trial Preventive Measures სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნას განაჩენის აღსრულება. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო ან პატიმრობა. არასრულწლოვან ბრალდებულთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს არეგულირებს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-60 მუხლი.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019