საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბავშვად მიიჩნევა 16 წლამდე ასაკის პირი. რაც შეეხება, საერთაშორისო აქტებში „ბავშვის“ განმარტებას, გაეროს 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით: „წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას“. ხოლო 1999 წლის ბავშვთა „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად: „ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი“.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019