ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა უფლებები ციფრულ გარემოში

ინგლ. The Right of the Child in the Digital Environment

ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გავლენას ახდენს ბავშვის გართობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლების განხორციელებით, რომლებიც დაცულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით და ევროპული სოციალური ქარტიით. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, ყველა ბავშვს უფლება უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ხელმისაწვდომობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ციფრულ მედიაზე, უნდა იცოდეს სრული ჩართულობის, საკუთარი თავის გამოხატვის, ინფორმაციის მოძიების და ყველა უფლებით სარგებლობის მექანიზმები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ლანზაროტეს კონვენცია), რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ზრდასრული ადამიანების მიერ ბავშვების ინტერნეტის მეშვეობით, სექსუალური ხასიათის ქმედებებში ჩართვის კრიმინალიზებას. კონვენცია ასევე, სისხლისსსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც უკავშირდება ბავშვების ექსპლოატაციას პორნოგრაფიის გზით, მათ შორის, ბავშვთა შეურაცხყოფის ამსახველი მასალის ონლაინ გაცნობიერებულად ყურებას.

2018 წლის 4 ივლისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო CM/Rec (2018)7 რეკომენდაცია „ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების პატივისცემის, დაცვის და შესრულების შესახებ“, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული ხელისუფლებისთვის.

ევროპის საბჭოს სტრატეგია „ბავშვთა უფლებების შესახებ“ (2016-2017) ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისათვის შესაბამის მითითებებს ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დასაცავად.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9