ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის უფლება არ დაშორდეს თავის მშობლებს

ინგლ. Child’s Right not to be Separated from his or her Parents

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლი მოუწოდებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.

კონვენციის თანახმად, სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთ ან ორივე მშობელთან დაშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორება გამომდინარეობს სახელმწიფოს მიერ მიღებული რაიმე გადაწყევტილებიდან, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრების, დატუსაღების, გასახლების, დეპორტაციის ან სიკვდილის (მათ შორის სიკვდილისა, რომელიც დადგა ნებისმიერი მიზეზით, სახელმწიფოს გამგებლობაში ამ პირის ყოფნის დროს) შემთხვევაში, ასეთი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია მშობლებს, ბავშვს ან თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით გადასცენ საჭირო ინფორმაცია ოჯახის შესაბამისი წევრის (წევრების) ადგილსამყოფელის თაობაზე, თუ ამ ინფორმაციის გადაცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9