ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მასალებში

ინგლ. Use of Children for Pornographic Performances

მთელ რიგ საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში ვხვდებით ტერმინს „ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მასალებში“, როდესაც ცნება „პორნოგრაფიული“ მოიცავს არა მხოლოდ დოკუმენტირებულ ჩანაწერს, არამედ ონლაინ რეჟიმში შესრულებას. “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება „ბავშვთა ექსპლოატაციას პორნოგრაფიული წარმოდგენისთვის და მასალისთვის“, ფოკუსირებას ახდენს როგორც ქმედებაზე, ასევე საბოლოო მატერიალურ შედეგზე.

„ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკის ქარტიის 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება „ბავშვთა გამოყენება პორნოგრაფიულ მოქმედებებში, წარმოდგენებში და მასალებში“, ხოლო საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციის №182 მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცავს ფორმულირებას „ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისათვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისათვის“. აღნიშნული ჩანაწერი იცავს ბავშვს სექსუალური ხასიათის მქონე პორნოგრაფიულ ონლაინ (ანუ ჩანაწერის გარეშე) წარმოდგენებში ექსპლოატაციის შემთხვევებისგან.

ლანზაროტეს კონვენცია კიდევ უფრო ვრცლად განსაზღვრავს ცნებას ბავშვის „გამოყენების“ სხვადასხვა ფორმების დეტალიზაციით და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მოახდინონ ისეთი ქმედებების კრიმინალიზება, რომელიც ეხება ბავშვის პორნოგრაფიულ წარმოდგენებში მონაწილეობას ან იწვევს ბავშვის მსგავს წარმოდგენებში მონაწილეობას; ბავშვის იძულებას, მონაწილეობა მიიღოს პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ან სარგებლის შეთავაზებას ან ბავშვის ექსპლოატაციას მსგავსი მიზნებისთვის, ამასთან, ბავშვთა მონაწილეობით პორნოგრაფიულ წარმოდგენებზე გაცნობიერებულად დასწრებას.

ხშირ შემთხვევებში, ტერმინმა „პორნოგრაფიული“ ბავშვებთან მიმართებით შესაძლებელია შეცდომაში შეგვიყვანოს და შედეგად გამოიწვიოს სტიგმატირება ან ამ მიზნით გამოყენებული ბავშვისთვის ზიანის მიყენება. აღნიშნული ფენომენის დასახასიათებლად უფრო ნეიტრალური ტერმინი, რომელიც აქცენტს აკეთებს ბავშვის სექსუალურად გარყვნაზე, არის „ბავშვთა გამოყენება სექსუალურ წარმოდგენებში“.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9