ინგლ. Evidence/Statements by Children „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წელს მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების (პარა. 64-74) მიხედვით, ბავშვთან გასაუბრება უნდა აწარმოოს სპეციალურმა პროფესიონალმა. გასაუბრების რაოდენობა შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ხანმოკლე და ყოველ ჯერზე ჩაატაროს ერთი და იგივე პირმა. მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული პირდაპირი კონტაქტი მსხვერპლ ან მოწმე ბავშვსა და სავარაუდო მოძალადეს შორის, თუ ამას არ მოითხოვს მსხვერპლი ბავშვი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მიმანიშნებელი კითხვები. ბავშვის მიერ გაკეთებული განცხადებები და ჩვენება არასდროს უნდა ჩაითვალოს მტკიცებულების ძალის არმქონედ ან არასარწმუნოდ, მხოლოდ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019