გაუპატიურება დანაშაულია. პირის ამ შემთხვევაში, ბავშვის ნების წინააღმდეგ განხორციელებული არანებაყოფლობითი სქესობრივი აქტი, რომელიც ხშირად მოიცავს ფიზიკურ ძალადობას. ზოგიერთ სახელმწიფოში, ბავშვის გაუპატიურება ადგილობრივი კანონმდებლობით განმარტებულია, როგორც დანაშაული, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ სახელმწიფოებში გაუპატიურება წარმოადგენს დანაშაულს გენდერული ნიშნით. მნიშვნელოვანია ამ ტერმინის გენდერულად ნეიტრალური მნიშვნელობით გამოყენება. გარდა ამისა, ვინაიდან გაუპატიურება, როგორც წესი, გულისხმობს გარკვეული ფორმით პენეტრაციას, ზოგიერთმა სახელმწიფომ (მაგალითად, საფრანგეთი, კანადა და სხვ.) საკუთარი კანონმდებლობიდან ამოიღო ეს ტერმინი და ჩაანაცვლა „სექსუალური ძალადობით“, რაც აფართოებს დანაშაულის საზღვრებს და ვრცელდება სექსუალური ხასიათის ისეთ დანაშაულებზეც, რომლებიც არ მოიცავს პენეტრაციას.
წყარო: გაუპატიურება დანაშაულია. პირის ამ შემთხვევაში, ბავშვის ნების წინააღმდეგ განხორციელებული არანებაყოფლობითი სქესობრივი აქტი, რომელიც ხშირად მოიცავს ფიზიკურ ძალადობას. ზოგიერთ სახელმწიფოში, ბავშვის გაუპატიურება ადგილობრივი კანონმდებლობით განმარტებულია, როგორც დანაშაული, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, შესაბამისად, ამ სახელმწიფოებში გაუპატიურება წარმოადგენს დანაშაულს გენდერული ნიშნით. მნიშვნელოვანია ამ ტერმინის გენდერულად ნეიტრალური მნიშვნელობით გამოყენება. გარდა ამისა, ვინაიდან გაუპატიურება, როგორც წესი, გულისხმობს გარკვეული ფორმით პენეტრაციას, ზოგიერთმა სახელმწიფომ (მაგალითად, საფრანგეთი, კანადა და სხვ.) საკუთარი კანონმდებლობიდან ამოიღო ეს ტერმინი და ჩაანაცვლა „სექსუალური ძალადობით“, რაც აფართოებს დანაშაულის საზღვრებს და ვრცელდება სექსუალური ხასიათის ისეთ დანაშაულებზეც, რომლებიც არ მოიცავს პენეტრაციას.