გულისხმობს ბავშვის განზრახ იძულებას, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, უყუროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე. ტერმინი „გარყვნა“ აღნიშნულ კონტექსტში ეხება „პირის მორალურად გარყვნის ქმედებას ან ეფექტს“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „პირის მორალური ქცევის სტანდარტისგან გადახვევას, მის მორალურ გარყვნას“. ტერმინი „ბავშვის გარყვნა სექსუალური მიზნებით“ ეხება ბავშვის იძულებას დაესწროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე. ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ (ლანზაროტეს კონვენცია, მუხლი 22, 2007), განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს „ბავშვის გარყვნა“, ადგენს, რომ:
„ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა სახის ზომების მიღება, იმისათვის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს ბავშვის განზრახ იძულება, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, უყუროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე."