ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“(ლანზაროტეს კონვენცია, 2007) არის პირველი საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ბავშვის ნდობის მოპოვებას სექსუალური სიახლოვის მიზნით. აღნიშნული კონვენცია (მუხლი 23) ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რათა მოახდინონ შემდეგი ქმედების კრიმინალიზაცია: „მოზარდის მიერ განზრახი შეთავაზება ინფორმაციის და ტექნოლოგიური კომუნიკაციების მეშვეობით, რათა შეხვდეს ბავშვს, რომელსაც მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ასაკამდე არ მიუღწევია, იმ მიზნით, რომ ჩაიდინოს რომელიმე იმ დანაშაულთა სახეებიდან, რომელიც მოცემულია მე-18 მუხლის 1 (ა) ნაწილში ან მე-20 მუხლის 1 (ა) ნაწილში, იმ პირის წინააღმდეგ, როდესაც ასეთ შეთავაზებას მოჰყვა ისეთი ქმედება, რისი საბოლოო შედეგი იყო ასეთი სახის შეხვედრა“.

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ აღნიშნული განზრახი ქმედების დასჯა: შეთავაზება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით მოზარდის მიერ, რათა შეხვდეს სექსუალური აქტივობისათვის მოუმზადებელი ასაკის ბავშვს, იმ მიზნით, რათა ჩაიდინოს რომელიმე სახის დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 (4) და მე-5 (6) მუხლებში, როდესაც ასეთმა შეთავაზებამ გამოიწვია ქმედება რისი საბოლოო შედეგიც იყო ასეთი სახის შეხვედრა [...].
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ დასჯადი გახდეს მე-5 (2) და (3) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობაც მოზარდის მიერ, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ბავშვისგან, რომელსაც არ მიუღწევია სექსუალური აქტივობის ასაკამდე, მოამარაგოს ბავშვი პორნოგრაფიული მასალით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით“.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი 2011 წლის №13 ზოგად კომენტარში, აღნიშნავს რომ „საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით სხვებთან კონტაქტით, ბავშვები შეიძლება დააშინონ, მათზე განხორციელდეს დევნა ან შეაწუხონ ან/და აიძულონ, მოატყუონ ან დაარწმუნონ შეხვდნენ უცხო პირებს, მოიპოვონ მისი ნდობა სექსუალური სიახლოვის მიზნით ან/და მოიპოვონ პირადი სახის ინფორმაცია“.