ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა დაცვა ძალადობისგან

ინგლ. Child protection from violence
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მიხედვით, ბავშვის მიმართ ძალადობის დროს ბავშვი განცალკევება მოძალადე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ნებისმიერი სხვა მოძალადისგან პოლიციის შემაკავებელი ორდერის ან სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ბავშვზე ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლოსადმი მიმართვის, მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის და მშობლისგან ბავშვის განცალკევების გადაწყვეტილების მიღების და გასაჩივრების საპროცესო წესებს. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, ასევე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. კანონის ჩანაწერის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9