„ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მიხედვით, ტერმინის განსაზღვრებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი ორი ასპექტი:
1.ბავშვის ქცევა ვირტუალურ გარემოში. ბავშვის ქცევა ვირტუალურ გარემოში არ განსხვავდება ბავშვის ქცევისგან რეალურ სამყაროში. მაშინ, როდესაც ასაკობრივ შეზღუდვის პირობებში მყოფი ბავშვი (მაგ., 13 წლის ბავშვი) არის უფრო მგრძნობიარე, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვები. ყველა პირი 18 წლამდე, საჭიროებს სპეციალურ დაცვას.
2.ბავშვის ყოფნა ვირტუალურ გარემოში. ბავშვი და ბავშვობა არის ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული დროის პერიოდი, ვიდრე პირი არ მიაღწევს სრულწლოვან ასაკს და გახდება ზრდასრული. თუმცა, სექსუალური ხასიათის მასალები, სადაც ასახულია ბავშვი, შეიძლება ვირტუალურ გარემოში დარჩეს მაშინაც, როდესაც ბავშვი სრულწლოვანი გახდება.