ინგლ. Transnational Child Sex Offenders ტერმინი აღწერს ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში დამნაშავეებს, მათ ვისაც სექსუალური მიზნებისთვის ჩართული ჰყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან მათი ქვეყნის მოქალაქეები ან არ აქვთ მათ ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ტერმინი „ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის განმახორციელებელი ტრანსნაციონალური დამნაშავეები“ იგივეა რაც ტერმინი „პირი, რომელიც გადაადგილდება ბავშვებზე ძალადობის მიზნით“, სამართალდამცავი ორგანოები ამჯობინებენ ამ ტერმინს, რადგან იგი ასევე მოიცავს ისეთ დამნაშავეებს, რომლებიც მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მეორე მხრივ, რადგანაც იგი მხოლოდ იმ დამნაშავეებს მოიცავს, ვინც ეროვნულ საზღვრებს კვეთს ბავშვთა წინააღმდეგ სექსუალური სახის დანაშაულის ჩასადენად, ეს ტერმინი არ გულისხმობს სექს-დამნაშავეებს, რომლებიც ქვეყანაში ან რეგიონში ასეთი დანაშაულის ჩასადენად მოგზაურობენ.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019