ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვზე მორგებული გარემო და გასაგები ენა

ინგლ. Child-friendly Environment and Child-Friendly Language
„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის სახელმძღვანელო მითითებების (პარ. 54-62) მიხედვით, პროცესის დაწყებამდე ბავშვს გასაგები ენით უნდა გააცნონ სასამართლოს ან სხვა შესაბამისი შენობის მოწყობის გეგმა, ასევე, მონაწილე პირების ფუნქცია და ვინაობა. ბავშვს უნდა მისცენ ნება, სადაც საჭიროა თან ახლდეს მშობლები ან მის მიერ არჩეული ზრდასრული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადასტურებულია საწინააღმდეგო. დასაშვებ მტკიცებულებად უნდა იყოს აღიარებული და გამოყენებული ინტერვიუს სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა ვიდეო ან აუდიოჩაწერა ან წინასასამართლო დახურული მოსმენის ჩანაწერი. დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა და პროცესი უნდა წარიმართოს პერიოდული შესვენებებით. მოსაცდელი და ინტერვიუს ოთახები უნდა იყოს მოწყობილი ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9