ინგლ. Child-friendly Justice After Judicial Proceedings „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების (პარა. 75-83) თანახმად, პროცესის შემდეგ ადვოკატმა, საპროცესო წარმომადგენელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას გადაწყვეტილების შინაარსი, ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმებზე; სასამართლოს გადაწყვეტილება/განკარგულება უნდა აღსრულდეს დაყოვნების გარეშე. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვი მონაწილეობს; გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კონფლიქტური პროცესების დროს, ბავშვებს და ოჯახებს უნდა გაეწიოთ სპეციალისტის მხარდაჭერა და კონსულტაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და საჭირო სოციალური და თერაპიული კურსები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ბავშვის ადვოკატს, საპროცესო წარმომადგენელს ან მეურვეს უნდა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს მსხვერპლი ბავშვის სახელით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბავშვზე კომპენსაცია სახელმწიფოს მიერ უნდა გაიცეს საჭიროებისამებრ, ხოლო შემდეგ მოხდეს დამრღვევიდან მისი ანაზღაურება სახელმწიფოსთვის.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019