ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნების სამი განზომილება

ინგლ. Child’s Best Interests is a Threefold Concept

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის №14 „ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების შესახებ“ (პარა. 6) მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნებას სამი განზომილება აქვს:

ა)მატერიალური უფლება: ბავშვის (ბავშვთა ჯგუფის, ზოგადად, ბავშვის) უფლება მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება მასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა კონვენციით დადგენილი და სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომელიც პირდაპირ უნდა იყოს გამოყენებული და დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრდეს სასამართლოში.

ბ)ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპი: თუ ეროვნულ კანონში სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების საშუალებას, გამოყენებული უნდა იქნას ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, როგორც მოცემულია კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში.

გ) საპროცესო ნორმა: ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. უფრო მეტიც, ბავშვთან, ბავშვთა ჯგუფთან ან ზოგადად, ბავშვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ამ უფლების უპირატესად გათვალისწინების დასაბუთებას. კერძოდ, დასაბუთებაში უნდა იყოს განმარტებული, რა იქნა მიჩნეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებად; რა კრიტერიუმებს დაეფუძნა ასეთი მსჯელობა; და როგორ იქნა დადგენილი ბავშვის საუკეთესო ინტერესები სხვა პირთა ინტერესებსა და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9