ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მოგზაურობის და ტურიზმის კონტექსტში/ფარგლებში/სფეროში

ინგლ. Sexual Exploitation of Children in the Context of Travel and Tourism

ტერმინი „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია მოგზაურობის და ტურიზმის კონტექსტში/ ფარგლებში/სფეროში“ეხება ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას, რომელიც მოიაზრება მოგზაურობის, ტურიზმის ან ორივე კონტექსტში. დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც უცხოელი ასევე, არაუცხოელი ტურისტების, მოგზაურების, გრძელვადიანი დროებით მცხოვრების მიერ. პრაქტიკაში იგი განისაზღვრა, როგორც „ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ თავიანთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუციის მომსახურების მისაღებად“. მრავალი განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „სექსტურიზმი“ არის „დასვენების დღეების ორგანიზება იმ მიზნით, რომ მიიღონ სარგებელი სხვადასხვა უცხო ქვეყანაში სექსუალურ აქტივობასა და პროსტიტუციაზე საკანონმდებლო შეზღუდვის ნაკლებობის ხარჯზე“ და „სხვა ქვეყანაში მოგზაურობა იმ მიზნით, რომ სექსუალურ აქტში, განსაკუთრებით, ბავშვებთან გადაიხადონ თანხა“. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ასევე გვხვდება ქვეყნის შიდა მოგზაურთა, ტურისტებთან მიმართებითაც და არ არის შეზღუდული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით.

2000 წელს, ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღებული დამატებითი ოქმი განსაზღვრავს ტერმინს „ბავშვთა სექსტურიზმი“. პრეამბულა და ოქმის მე-10 მუხლი ადგენს, რომ: „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი შეთანხმებებით, თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და იმ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების დასჯის მიზნით, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა ვაჭრობაში, ბავშვთა პროსტიტუციაში, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ბავშვთა სექსტურიზმში“. ასევე, მონაწილე მხარეებმა უნდა განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ბავშვთა სექსტურიზმის ისეთი მიზეზების აღმოფვხრის მიზნით, როგორიცაა სიღარიბე და განვითარების დაბალი დონე.

„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ლანზაროტეს კონვენცია, 2007) მუხლი 9 (2) „მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორს“ მოიაზრებს, როგორც მთავარ სუბიექტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ისეთიპოლიტიკისა თუ შიდა რეგულაციების შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს სექსუალური ექსპლოატაციისა თუ ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევებს.

„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის მიზნებისთვის ბავშვი ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს და ტერმინში „ადამიანებით ვაჭრობა“ განსაზღვრავს ექსპლოატაციის მიზნით, ბავშვის სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9