2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. დოკუმენტი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას, მათ შორის, ბავშთა სიღარიბის აღმოფხვრას.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, საქართველოში პერიოდულად ტარდება ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ტარდება ორ წელიწადში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.