ინგლ. Prostitution of Children „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, პროსტიტუცია არის „ბავშვის გამოყენება სექსუალურ საქმიანობაში ანაზღაურების ან სხვა ნებისმიერი სარგებლის სანაცვლოდ“. ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოებმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დააწესონ „პროსტიტუციის მიზნით ბავშვის შეთავაზებაზე, შეძენაზე, შესყიდვასა ან მიწოდებაზე“. აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ პროსტიტუცია ნიშნავს სექსუალური მომსახურების მიწოდებას ქონების, მომსახურების, სანაცვლო სარგებლის ან ფულის მიღების მიზნით, რაც მაგალითად, მოიცავს სექსუალური მომსახურების გაცვლას საკვებზე, თავშესაფარსა და წამლებზე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019