1980 წლის ჰააგის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ იცავს ბავშვებს სამოქალაქო კანონმდებლობის ფარგლებში მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების დროს. კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენა მისი სწრაფი დაბრუნება როგორც წესი, ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას, აგრეთვე ბავშვთან ურთიერთობის (ან კონტაქტის) უფლებით სარგებლობა. 1996 წლის ბავშვის დაცვის კონვენცია უფრო ფართო სპექტრისაა და გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) ბავშვზე მეურვეობის და კავშირის თაობაზე მშობლებს შორის სახელმწიფოთაშორისი დავისას; ბ) სიტუაციებში, როდესაც ლტოლვილი ან საერთაშორისო დონეზე გადაადგილებული ბავშვები საჭიროებენ დაცვას; გ) ბავშვის სახელმწიფოთაშორისი განთავსებისას და დ) ბავშვის საერთაშორისო გატაცებისას. კერძოდ, კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვის უკანონო გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოები, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე, ინარჩუნებენ თავის იურისდიქციას, ვიდრე ბავშვი არ შეიძენს ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს სხვა სახელმწიფოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავი არეგულირებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის გამოყენების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებებს.