ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება სექსუალური ხასიათის დანაშაულში ჩართული პირების გამოსაკვეთად და იყენებენ საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოები. ტერმინი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ყველა ჩამდენ პირს, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულს.
ბავშვზე სექსუალური მოძალადის ალტერნატიული განმარტებაა „ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულების ჩამდენი პირი“ (Perpetrators of sexual crimes against children).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019