მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ტურიზმის ქარტია და ტურისტის კოდექსი, გაეროს ფაკულტატური ოქმი, სტოკჰოლმის დეკლარაცია და სხვა სტანდარტები მოგვიწოდებენ ბავშვთა ორგანიზებული სექსტურიზმის პრევენციის მიზნით, სპეციალური სამართლებრივი ზომების მიღებას, ქცევის წესების შემუშავების ჩათვლით. ბავშვთა სექსტურიზმის თავიდან აცილებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ტურისტული სააგენტოების და რესტორნების ქსელების, სამგზავრო გადამყვანი კომპანიების და სხვა იურიდიული პირების ეფექტიან მუშაობასა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სათანადოდ ჩამოყალიბებას. ცალკე პრობლემატური საკითხია ინტერნეტის მეშვეობით ბავშთა სექსტურიზმის თავიდან აცილება.
1985 წლის სექტემბერში, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ტურიზმის ქარტია და ტურისტის კოდექსი იქნა მიღებული.ტურიზმის ქარტიის მე-4 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს „აღკვეთონ პროსტიტუციის მიზნით სხვა პირთა ექსპლოატაციისათვის ტურიზმის გამოყენების ყოველგვარი შესაძლებლობა“; მე-8 მუხლის მიხედვით: „ტურიზმის სფეროს მუშაკები მოვალენი არიან არ დაუშვან სხვა პირთა ყოველგვარი ექსპლოატაციის მიზნით, ტურიზმის გამოყენების წაქეზება“. ტურისტის კოდექსის მე-11 მუხლი შეიცავს მოწოდებას ტურისტებისადმი: „არ დაუშვან სხვა პირთა ექსპლოატაცია პროსტიტუციის მიზნით."