ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალა/ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასა

ინგლ. Child Sexual Abuse Material/Child Sexual Exploitation Material

ტერმინი სულ უფრო ხშირად გამოიყნება „ბავშვთა პორნოგრაფიის“ ნაცვლად. აღნიშნულის ჩანაცვლება აიხსნება იმით, რომ ტერმინი ახასიათებს პორნოგრაფიულ მასალებს, როგორც სექსუალური ძალადობის/ექსპლუატაციის შემცველს, რაც თავის მხრივ, მიუთითებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

2015 წლის 11 მარტის ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ“ ხაზგასმულია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებები და „ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის“ გამოყენების მართებულობაზე „ბავშვთა პორნოგრაფიის“ ნაცვლად.

ბავშვთა სექსუალური ძალადობა მოიცავს უფრო ფართო სექსუალური ხასიათის ყველა სახის მასალას ბავშვების მონაწილეობით. მსგავს კონტექსტში ხანდახან გამოიყენება „ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი გამოსახულება“ (child sexual abuse images), თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის „გამოსახულებამდე“ შეზღუდვამ, შეიძლება გამოიწვიოს მასალების სპექტრის შემცირება, როგორიც არის აუდიო მასალა, ჩანაწერის სხვადასხვა ფორმები. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამართალდამცავ ორგანოთა უმეტესობა იყენებს ტერმინს „მასალებს“ და არა „გამოსახულებას“. აუცილებელია „სექსუალურის“ (sexual) დამატება, რადგან ბავშვის მიმართ ძალადობა ცდება თემატიკას და შეიძლება ასევე, ძალადობრივი ქმედებების სხვა სახეობებზე მოუთითებდეს, მაგ., ცემა.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9