ინგლ. Live Streaming of Child Sexual Abuse ბავშვზე სექსუალური ხასიათის ძალადობა ონლაინრეჟიმში ხშირად გადაიცემა მნახველებისთვის, ინტერნეტში „პირდაპირი გაშუქების“ გზით. რაც ნიშნავს, რომ მონაცემები მნახველს გადაეცემა მომენტალურად, ვისაც შეუძლია უყუროს ძალადობას და ჩაერთოს პროცესში. მნახველისთვის მნიშვნელოვანია, რომ „პირდაპირი ეთერის“ რეჟიმში ყურებისას, მოწყობილობაში კვალი არ რჩება, რადგან მასალის ჩამოტვირთვა არ ხდება, შესაბამისად, როდესაც წყდება „პირდაპირი ეთერის“ რეჟიმი, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალაც ქრება თუ მოძალადემ ის სპეციალურად არ შეინახა. აღნიშნული ფაქტი ზრდის მოძალადის დაუსჯელობის რისკს და ქმნის უკვე მომხდარი ფაქტის გამოძიებისთვის დამატებით სპეციალურ გამოწვევას, კონკრეტულად, მტკიცებულების მოპოვებისა და მოძალადისა და მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესში.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019