„შევიწროება“ ეხება „ვინმეს ზეწოლის სახით ან მათთვის უსიამოვნო რამის თქმით ან გაკეთებით შეწუხების“ ქმედებას. სტამბოლის კონვენცია „სექსუალურ შევიწროებას“ განმარტავს, როგორც ნებისმიერი სახის არასასურველ ვერბალურ, არავერბალურ ან ფიზიკურ ქცევას, რომელიც არის სექსუალური ხასიათის და აქვს მიზანი ან ეფექტი შელახოს პირის ღირსება, კერძოდ, როდესაც ქმნიან მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცმყოფელ გარემოს (მუხლი 40).
სტამბოლის კონვენცია ახდენს „სექსუალური შევიწროების“ ერთადერთ სამართლებრივ განმარტებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედებები როგორც წესი, აღიარებულია, როგორც გენდერული ძალადობის ფორმა.
„არასასურველი სექსუალური სახის კომენტარები“ შეიძლება განისაზღვროს, როგორც სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროების პროცესი შეიძლება შეიცავდეს ან შეიძლება დაიწყოს კიდეც, არასასურველი სექსუალური კომენტარებით, მაგალითად, თუ როგორ აცვია ბავშვს ან იყენებს მაკიაჟს ან მის ფიზიკურ სილამაზეზე, ამგვარად, იგი ბავშვს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მაშინ, როცა ასეთი კომენტარები ყოველთვის არ არის სექსუალური შევიწროების ხასიათის, მათ მაინც შეიძლება ზიანი მიაყენონ ბავშვს და შეიძლება მიჩნეული იყოს უკონტაქტო შევიწროების ფორმად.
სექსუალური შევიწროების ცნება უფრო ხშირად მოზარდების კონტექსტში გამოიყენება, ვიდრე ბავშვების და ხშირად ისეთ სიტუაციებს ეხება, რომელიც ხდება სამუშაო ადგილზე ან სხვაგან, სახლის გარეთ (თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს ასევე, სახლში/ოჯახურ გარემოში). ბავშვის სექსუალური შევიწროება შეიძლება მოხდეს სკოლაში ან სხვა ადგილებში და ჩადენილი იყო მაგალითად, მასწავლებლების, მწვრთნელების ან სხვა თანამშრომლების მიერ, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ბავშვს.