ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა უფლებები

ინგლ. Rights of the Child
ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აუცილებლობა აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ, 1924 წელს, „ბავშვის უფლებების შესახებ“ ჟენევის დეკლარაციით. ბავშვთა უფლებებს ეხება მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის: „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია (1959), „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია (1989) და მისი სამი დამატებითი ოქმი: ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ (2000); შეტყობინებების პროცედურების შესახებ (2011); ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ (2000); არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები (პეკინის წესები, 1985), არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპები (2005), თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დაცვის გაეროს წესები (ჰავანას წესები, 1990), არასრულწლოვანთა სამართალდარღვევების პრევენციის გაეროს სახელმძღანელო პრინციპები (ერრიადის პრინციპები, 1990), სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კონვენცია (ლანზაროტის კონვენცია, 2007), ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები (2010), არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ გამოსაყენებელი სანქციების ან ზომების შესახებ ევროპული წესები (ევროპული წესები, 2008) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9