ინგლ. Convention on the Rights of the Child 1989 წლის 20 ნოემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებების კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 2000 წლის 25 მაისს. კონვენცია მოითხოვს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას, საჯარო ან კერძო სოციალური კეთილდღეობის დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების მიერ, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვთა კეთილდღეობაზე. ბავშვზე ზრუნვის ყველა საჯარო, კერძო და მოხალისეთა დაწესებულება და სერვისი უნდა შეესაბამებოდეს კონვენციით და კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. კონვენცია მიუთითებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების ვალდებულების შესახებ, ასევე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება მშობლის ვალდებულებებს, ოჯახის გაერთიანებას, ბავშვის განცალკევებას მშობლებისგან, ოჯახური გარემოსგან მოშორებას და ალტერნატიული ზრუნვას, შვილად აყვანას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019