ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბა

ინგლ. Optional Protocol on the Sale of Children, Child Prostitution and Child Pornography
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოები სხვა ვალდებულებებთან ერთად, ასევე იღებენ ვალდებულებას, დაიცვან თითოეული ბავშვი ექსპლოატაციისგან ან ნებისმიერი სამუშაოსგან, რომელიც ბავშვის მიერ განათლების მიღებას ხელს შეუშლის ან შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური ან სოციალური განვითარებისთვის საზიანო იყოს. ამგვარად, წევრმა სახელმწიფოებმა კონვენციის შესაბამისად, ბავშვების ნებისმიერი ფორმით ექსპლოატაციისგან დაცვას გაუსვეს ხაზი. ამასთან, სახელმწიფოები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და ხაზი გაუსვეს მუდმივად მზარდ რისკებს, რაც ძირითადად, პორნოგრაფიულ პროდუქტზე ინტერნეტისა და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიების მეშვეობით ადვილად ხელმისაწვდომობით არის განპირობებული. ოქმი განმარტავს ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიას და ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან ამგვარი ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადებასა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. ამასთან, ოქმი ბავშვით ვაჭრობის, პროტიტუციისა და პორნოგრაფიის მსხვერპლ ბავშვებთან ჰუმანურ მოპყრობასა და მათი უფლებების დაცვას, მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9