ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შე

ინგლ. Optional Protocol to the Convention on the Rights of the Child on the involvement of children in armed conflict

ოქმი მიღებულია 2000 წელს. ოქმმა სამხედრო ძალებში გაწვევის მინიმალური ასაკი თვრამეტ წლამდე ასწია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამაც, თავისი C182 კონვენციის მეშვეობით, აკრძალა ბავშვის შრომის განსაკუთრებული ფორმები, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტში იძულებითი ან სავალდებულო

გაწვევა ექსპლოატაციის მიზნით. ბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტმა ბავშვების ჩართვა შეიარაღებულ მოქმედებებში ომის დანაშაულად გამოაცხადა. თუმცა, ამ ჭრილში მინიმალურ ასაკად კვლავ, 15 წელი დატოვა (რომის სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 (ბ) (xxvi) ნაწილი).

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9