ინგლ. Optional Protocol to the Convention on the Rights of the child on a communications procedures გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულია 2011 წლის 19 დეკემბერს. აღნიშნული ინსტრუმენტი ბავშვებს კონვენციისა და მისი ორი დამატებითი ოქმის ფარგლებში, მათი უფლებების დარღვევის თაობაზე განცხადების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვებისთვის მიცემული განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა შეესაბამება ბავშვის უფლებას - მოუსმინონ მას. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს, რომელსაც საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება შეუძლია, საკუთარი ასაკისა და მოწიფებულობის შესაბამისად, დამოუკიდებლად და მისი განვითარების შესაძლებლობების კვალდაკვალ მოქმედების საშუალება აქვს. კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებს უშუალოდ ბავშვის უფლებების კომიტეტის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან უმცირესობის წევრები, მსგავს მდგომარეობაში არიან და არ არიან ვალდებულნი, სამართლებრივი წარმომადგენლის მეშვეობით იმოქმედონ.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019