ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა ფსიქიატრიული დახმარება

ინგლ. Children’s Psrychiatric Care
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის ფსიქიატრიული დახმარება მათ შორის, მკურნალობა, დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/ და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით. კანონის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის ნებაყოფლობითი მკურნალობისთვის სტაციონარში განთავსება ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით, ხოლო ბავშვის მონაწილეობა აუცილებელია მისი ასაკისა და ფსიქიატრიული მდგომარეობის გათვალისწინებით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9