ინგლ. The principle of Child Development გულისხმობს ბავშვთა უფლებების მფლობელად აღიარებასა და მათი დაცვის ვალდებულებას დაცვას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა აღიარებდნენ მშობლების ან ადგილობრივი წესჩვეულებების შესაბამისად, გაფართოებული ოჯახის წევრთა ან თემის, კანონიერი წარმომადგენლების ან ბავშვზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებს და მოვალეობებს შესაბამისად უხელმძღვანელონ ბავშვს, მისი განვითარებადი შესაძლებლობების შესაბამისად, აღნიშნული კონვენციით აღიარებული უფლებებით სარგებლობაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შესაძლებლობების განვითარების და იდენტობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019