ინგლ. Online (Sexual) enticement of children ტერმინი „გარყვნა“ ხშირად განისაზღვრება როგორც „ბავშვთა ცდუნება ვირტუალურ გარემოში“. „ცდუნება“ ნიშნავს ვიღაცის დაინტერესებას ან შეცდენას და წარმოადგენს „გარყვნის“ გავრცელებულ ფორმას მსხვერპლის სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით. ამერიკის მართლმსაჯულების დეპარტამენტი ტერმინს - „ცდუნება ვირტუალურ გარემოში“ იყენებს შემდეგი პრაქტიკის განსასაზღვრად: “ბავშვზე მონადირეები ხშირად ინტერნეტის მეშვეობით ახდენენ მსხვერპლის იდენტიფიცირებას ან იძულებას, მონაწილეობა მიიღოს უკანონო სექსუალური ხასიათის ქმედებაში. მსგავსი სახის დამნაშავეები თვალს ადევნებენ ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის პოპულარულ ონლაინპროგრამებს (online chat rooms/bulletin boat website). ისინი ცდილობენ ბავშვების ნდობის მოპოვებას და შემდეგ უკვე საუბარს აგრძელებენ სექსუალური ხასიათის საკითხებზე. ხშირად, დამნაშავეები ბავშვებს უგზავნიან მათი სექსუალური ხასიათის ფოტოებს ან სთხოვენ ბავშვებს გაუგზავნონ თავიანთი პორნოგრაფიული ფოტოები. ხშირად, ბრალდებულები გეგმავენ „პირისპირ“ კომუნიკაციას სექსუალური ხასიათის მოქმედებებში, მსხვერპლის ჩართვის მიზნით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019