ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა ჯანმრთელობის და კაცობრიობის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ოქმი

ინგლ. NICHD
სტრუქტურირებული დაკითხვის ოქმი, რომელიც პირველად, 2000 წელს გამოქვეყნდა, იმისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაკითხვის პროცესში, პრაქტიკაში ასახულიყო პროფესიული რეკომენდაციები. ოქმი ხელმძღვანელობას უწევს დაკითხვის მწარმოებელ პირს დაკითხვის ყველა ეტაპზე, ახდენს თავისუფალი აზროვნების ილუსტრირებას, რითაც ხდება დაკითხვის დროს მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება. აღნიშნული დოკუმენტი პირველად შეიქმნა იმ ბავშვების დაკითხვისთვის, რომლებიც სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, მაგრამ მისი სტრუქტურა და პრინციპები შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვის დასაკითხად.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9