გა გო
გაე გან გას

გაეროს ბავშვთა ფონდი

ინგლ. UNICEF

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ აღჭურვილია მანდატით, დაიცვას ბავშვთა უფლებები, დაეხმაროს ბავშვებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში.Gგაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს პოლიტიკური ნებისა და მატერიალური რესურსების მობილიზებას ქვეყნების განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ ყურადღება გაამახვილონ ბავშვთა საკითხებზე და შეძლონ სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოწოდებულია დაიცვას განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები - ომის, უკიდურესი სიღარიბის, ძალადობის ყველა ფორმისა და ექსპლოატაციის მსხვერპლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ორგანიზაცია რეაგირებას ახდენს საგანგებო სიტუაციებში ბავშვთა უფლებების დასაცავად. ეროვნული სამოქმედო პროგრამების მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ქალებისა და გოგონების თანაბარ უფლებებს და მხარი დაუჭიროს მათ სრულუფლებიან მონაწილეობას საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9