გა გო
გაე გან გას

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელები

ინგლ. UN Minimum Rules for Administration of Juvenile Justice - Beijing Rules
1985 წლის 29 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული წესები, რომლებიც განსაზღვრავენ არასრულწლოვან სამართადამრღვევთა უფლებრივ გარანტიებს მართლმსაჯულების განხორციელებისას. ეს წესები ადგენენ ისეთ სამართლებრივ გარანტიებს, როგორიცაა: უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდების გაცნობის უფლება, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, ადვოკატის აყვანის უფლება, მშობლის ან მზრუნველის დასწრების უფლება, მოწმეებთან პირისპირ შეხვედრის უფლება, ზემდგომ ინსტანციაში აპელაციის უფლება და სხვა; განსაზღვრავენ გამოძიებისა და სასამართლოს წესით დადგენილ სამართლებრივ გარანტიებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის წესს, არასრულწლოვან სამართადარმღვევებთან მოპყრობ ის წესს, არასრულწლოვან სამართადამრღვევთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებას და სხვ. აღნიშნული წესები არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება მიუკერძოებლად და დისკრიმინაციის გარეშე. ამ წესებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, ისინი წარმოადგენენ რეკომენდაციებს და სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, მისცეს თუ არა ამ წესებს კანონის ძალა, თუმცა ყველა სახელმწიფო ცდილობს, სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოების საქმიანობა ამ პრინციპების შესაბამისად წარმართოს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9