აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ადა ადი

ადიქცია

ინგლ. Addiction
მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს კონტროლს, საღი აზრს, ლოგიკას და თავის საზიანოდ აგრძელებს კონკრეტული მავნე ქცევის განხორციელებას. მაგალითად, ხდება დამოკიდებული ნარკოტიკებზე, სასმელზე, აზარტულ თამაშებზე, ნიკოტინზე და სხვ. ამგვარი ქმედება აზიანებს ადიქტის სოციალიზებულ ქცევას, მის შრომისუნარიანობას, კომუნიკაციის უნარს, ჯანმრთელობას და ზიანი მოაქვს არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც. სპეციალისტების აზრით, ადიქცია „დაავადებაა“ ან ფსიქიკური გადახრა და მას მკურნალობა სჭირდება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9