„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (მუხლი 40 (2) (ბ) (V)) მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება მოითხოვოს იმ გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების ხელახალი განხილვა, რომლის მიხედვითაც იგი ცნეს დამნაშავედ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში (ბრალდებებში). ხელახალი განხილვა უნდა აწარმოოს ზემდგომმა, კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანომ, რომელიც პასუხობს ყველა იმ სტანდარტსა და მოთხოვნას, რომელსაც პასუხობდა გადაწყვეტილების გამომტანი პირველი ორგანო. ეს გარანტია შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 15 (4) მუხლს და არ შემოიფარგლება მხოლოდ მძიმე ბრალდებებით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019