ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი; გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც, გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019