ინგლ. Reasonable Accomodation „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ტერმინი გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას. გონივრული მისადაგება უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას (მაგალითად, ფიზიკურ გარემოზე სპეციალურად ადაპტირება, ინფორმაციის, საზოგადოებრივი ობიექტების, სკოლების ხელმისაწვდომობა), შესაბამისად, არის დისკრიმინაციისგან დაცვის განუყოფელი ნაწილი.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019