ინგლ. Right to Rest and Leisure ყველა ბავშვს აქვს დასვენების უფლება, მათ შორის უფლება, მონაწილეობდეს თამაშებსა და გასართობ ღონისძიებებში, რომლებიც შეესაბამება მის ასაკს და თავისუფლად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს პატივი სცენ და ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებას, ყოველმხრივ მონაწილეობდეს კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში, აგრეთვე, მათ მიეცეთ თანასწორი შესაძლებლობანი კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისა და დასვენებისათვის.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019