დაცვის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა ადამიანის უფლებების დარღვევისგან. დაცვის განხორციელებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პირადი განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაშაულის განმეორება, ხელი შეეწყოს რეაბილიტაციასა და ბავშვის საზოგადოებაში დაბრუნებას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019