ქცევა, რომელიც არღვევს სოციალური ქცევის ნორმებს და მიღებულ წესებს. დევიაციურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ტრადიციების დარღვევა, ისე ნებისმიერი დანაშაული: ძარცვა, ქურდობა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა. შ. დევიაციური ქცევისას, მოზარდებს ახასიათებთ ნეგატივიზმი, რისკისკენ სწრაფვა, ფსიქიკური რიგიდულობა, ქცევის არაპროგნოზირება, მომატებული აგრესიულობა, მომატებული აღგზნებადობა, მძაფრი შთაბეჭდილებების მიღების მოთხოვნილება.