ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ან ანტისოციალური ქმედება თუ ქცევა. ტერმინის ნეგატიური კონოტაციის გამო და ვინაიდან იგი იწვევს ბავშვის სტიგმატიზაციას, არასრულწლოვანებთან დაკავშირებით აღნიშნული ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებენ. დელინკვენტური ქცევის ნიმუშად გამოდგება, როგორც მაღაზიის გაქურდვის ფაქტი, ისე საკრედიტო ბარათზე შესატანი თანხის დაგვიანებით შეტანა.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019