ევროპის კავშირი (გაერთიანება), რომელიც შედგება სამი ორგანიზაციისაგან, ესენია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის კომისია (ევრატომი). 1957 წლის რომის ხელშეკრულებით შეიქმნა „ევროპის გაერთიანება“, სადაც სამივე ორგანიზაცია ავტონომიურობით სარგებლობდა, ხოლო 1967 წლიდან „ხელშეკრულებით შეწრყმის შესახებ“ შეიქმნა ევროპის გაერთიანების ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოების სისტემა. მომდევნო წლებში ეს ერთიანობა უფრო გაძლიერდა. 1991 წლის 11 დეკემბერს, ქ. მაასტრიხტში (ნიდერლანდი) დაიდო ხელშეკრულება „პოლიტიკური კავშირების შესახებ“, რომელიც აძლიერებს ევროკავშირის საქმიანობას საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს. 1997 წლის ივნისში, ხელი მოეწერა მაასტრიხტის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ევროკავშირის ერთიანობა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის უზენაეს წარმომადგენლად. მაასტრიხტის შემდეგ, ევროგაერთიანება ევროპის კავშირის სახით გვევლინება.
ევროკავშირის ძირითადი ორგანოებია: კომისია, ევროპარლამენტი და მინისტრთა საბჭო.
ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წელს, ნიცის სამიტზე (მუხლები 24 და 31), ითვალისწინებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულებისას, დაიცვან ბავშვთა უფლებები.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებითა და ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციონირებს „უფლებების, თანასწორობისა და მოქალაქეობის“ პროგრამა (20142020), რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და მათი უფლებების განმტკიცება.