ელექტრონულად დამუშავებული მასალები ბავშვის სექსუალური ძალადობის შესახებ იქმნება მთლიანად ან ნაწილობრივ ხელოვნურად, ციფრული მედიის საშუალებით. სურათის დამუშავების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, აღიქმება, რომ ბავშვი სექსუალურ მოქმედებებში ნამდვილად არის ჩართული. მსგავსი სტილის მასალას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბავშვის ვირტუალურ პორნოგრაფიას“ ან „ბავშვის ფსევდოპორნოგრაფიას“. აღნიშნული მასალები ექცევა ბუდაპეშტის კონვენციის (მუხლი 9 (2) (ც) და ევროკავშირის 2011/93 დირექტივის (მუხლი 2 (ც) (IV)) ფარგლებში და სამართლებრივ დოკუმენტებში გვხვდება, როგორც „ბავშვის სექსუალურ მოქმედებებში ჩართულობის ამსახველი რეალისტური სურათი“. ელექტრონულად დამუშავებული მასალები ბავშვის სექსუალური ძალადობის შესახებ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფსევდოფოტოებით, მსახიობი-კომიკოსებით, ნახაზებით და ანიმაციებით, სადაც ასახულია ვირტუალურად სექსუალურ მოქმედებებში ჩართული ბავშვები. პრეფიქსის მიუხედავად, ტერმინში „ელექტრონულად დამუშავებული“ მოიაზრება ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ხელოვნურად შექმნა, როგორც ციფრული მოწყობილობის მეშვეობით, აგრეთვე, ნახატის ხელით შესრულება. „ფსევდოფოტო“ არის სურათი, რომელიც შექმნილია კომპიუტერული გრაფიკით ან სხვაგვარად, რომელიც აღიქმება, როგორც ფოტო. მსგავსი ფოტოები, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „ამორფული~ ან “გაბინდული“ ფოტოები, ხშირ შემთხვევაში, აერთიანებს რამდენიმე ფოტოს (უმეტესწილად, ბავშვების და მოზარდების), რომ შეიქმნას ინდივიდუალური გამოსახულება. ვიდრე კომპიუტერის მეშვეობით ფოტოების ცვლილების აპლიკაცია გახდებოდა ხელმისაწვდომი, დამნაშავეები მექანიკურად სხვა მოზარდის ან ბავშვის სხეულის ამსახველ სურათზე ათავსებდნენ სულ სხვა ბავშვის თავის გამოსახულებას.
არსებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სახის მასალებში სრულწლოვნები ჩაწერისას ან ფოტოს გადაღებისას, პოზირებენ ბავშვურ სტილში, რომ მოირგონ ახალგაზრდული გამომეტყველება. აღნიშნულს მოიხსენიებენ, როგორც „ფსევდოინფანტილური ფოტო“ ან „სტიმულირებული ფოტო“. იმისდა მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამართალი ცალსახად არ ეხება აღნიშნულ საკითხს, ბუდაპეშტის კონვენცია და ევროკავშირის 2001/93 დირექტივა ნათლად მოიცავს „ბავშვთა პორნოგრაფიის“ დეფიცინიაში „პირს, რომელიც წარმოსდგება, როგორც არასრულწლოვანი“. ბავშვის სექსუალური ძალადობის ამსახველი ელექტრონულად დამუშავებული მასალები გარდაუვლად არ ითხოვს ბავშვისთვის პირდაპირი ფიზიკური ზიანის მიყენებას მასალის შექმნის პროცესში, თუმცა, მაინც საფრთხის შემცველია, რადგან (ი) ის გამოიყენება ექსპლოატაციის მიზნით, ბავშვის გასარყვნელად; (იი) ის აღვივებს რეალურ ფანტაზიებს, ზრდის მიდრეკილებას სექსუალურ მოძალადეში და ხელს უწყობს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალებით ვაჭრობას; (იიი) ყალიბდება ბავშვთა სექსუალური ძალადობის მიმართ შემწყნარებლური კულტურა და გარკვეულწილად, მოთხოვნაც.