ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ეკონომიკური ექსპლოატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოებმა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ საკანონმდებლო და სოციალური ღონისძიებების გატარება აგრეთვე, განათლების სფეროში. კერძოდ, სახელმწიფოებმა უნდა:
ა)დაადგინონ მინიმალური ასაკი სამუშაოზე მიღებისათვის; ბ) საჭირო მოთხოვნები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა და შრომის პირობები; გ) გაითვალისწინონ შესაბამისი სახის სასჯელი ან სხვა სანქციები ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.