აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
აზრ

აზრის გამოხატვის თავისუფლება

ინგლ. The right to freedom of expression

ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად, სხვა საშუალებების დახმარებით. თუმცა, ამ უფლების განხორციელებას შეიძლება შეეხოს შეზღუდვა, მაგრამ ასეთი შეზღუდვები შეიძლება იყოს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და რომლებიც აუცილებელია:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის ან ბ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9